უკრაინული მედიის ცნობით, 19 მაისს ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა.
ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის განცხადებით, დაშავებულია რვა ადამიანი.
მისივე თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დასასვენებლ ადგილს და საბავშვო მოედანს დაარტყეს, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებოდნენ.
მისივე თქმით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.