კოლექტიური შემოტევაა საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოზე. ჩამოდიან მიტინგის გასამხნევებლად, ვითარების რადიკალიზაციისთვის და არც კი თვლიან საჭიროდ, სახელმწიფოსთან რაიმე წინასწარი კონსულტაცია გასწიონ და წინასწარი თანხმობა ჰქონდეთ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, „საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულება ეს არის და ჰგონიათ, რომ ფერადი რევოლუციები უნდა მოუწყონ სახელმწიფოს“.
„ყოველ წელს ჟიგიმანტას პავილიონისის ანგაჟირებული განცხადებები გვახსოვს, მნიშვნელობა არ აქვს, კანონს მიიღებ თუ არა. მთავარია, მათი მიზანია, რომ საქართველოში ისეთი ხელისუფლება უნდა იყოს, რომელიც წინა პლანზე ქვეყნის ინტერესებს არ დააყენებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ისლანდიის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.