15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნასი, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მინისტრები ასევე შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.
"ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ოფიციალური პირები ასევე აპირებენ აზრთა გაცვლა-გამოცვლას საქართველოს რეფორმების პროცესებზე ევროკავშირში მისი ინტეგრაციის პროგრესთან დაკავშირებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.