საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს იმისთაობაზე, რომ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე 20 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
პრეზიდენტის თქმით, ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან რამდენი ადამიანი იყო.
"გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ ყველას ძლიერად, მშვიდობიანად, დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს რუსულ კანონს. ეს არის და ეს. ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის. ვერანაირი დათვლა თუ გადათვლა. ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსების, ვითომ სერიოზულების, მაღალი IQ-თი, ითვლიან და ვეღარ ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო. ყველას წინაშე წარდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს", - თქვა პრეზიდენტმა.