საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, 11 მაისს გამართულ მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
"გუშინდელი აქცია იყო ყველაზე ხალხმრავალი. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით უფრო ხალხმრავალი ვიდრე მაიდნებზე უკრაინაში, ვიდრე ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე 9 აპრილს და ვარდების რევოლუციის დროსაც კი, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ორჯერ მეტი იყო ვიდრე ახლა.
გაუმარჯოს ერთობას!
არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.