ევროკავშირმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსებას ეხება.
8 მაისს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის ელჩები, ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, შეთანხმდნენ შესაბამის გეგმაზე.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიღწეულია პრინციპული შეთანხმება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს თანხები მოხმარდება უკრაინის თავდაცვისა და აღდგენის მხარდაჭერას, რომელიც რუსეთის აგრესიის სამიზნე გახდა.
როგორც იუწყებიან, გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, მხოლოდ ამ წელს თანხამ შესაძლო 3 მილიარდ ევროს მიაღწიოს.
ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირმა გააყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 210 მილიარდი ევროა.
2023 წელს ევროპულმა დეპოზიტარმა Euroclear-მა მიიღო 4.4 მილიარდი ევროს შემოსავალი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის გადაწყვეტილებით გაყინული რუსული აქტივებიდან.