კრემლის პრესმდივანმა დევიდ ქემერონის განცხადებას, რომ უკრაინას აქვს უფლება, დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენოს, სახიფათო უწოდა.
„კიდევ ერთი ძალიან საშიში განცხადება. ჩვენ ვხედავთ ამგვარ სიტყვიერ ესკალაციას ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენ ვხედავთ ამას სახელმწიფოს მეთაურების დონეზე - როდესაც ეს ეხება საფრანგეთს, უფრო ექსპერტულ დონეზე - როდესაც ეს ეხება დიდ ბრიტანეთს“, - განაცხადა პესკოვმა.
კრემლის ლიდერის სპიკერის თქმით, ეს იწვევს "დაძაბულობის პირდაპირ ესკალაციას" უკრაინის ომის გარშემო. მისი თქმით, ამან პოტენციურად „შეიძლება შეუქმნას საფრთხე ევროპის უსაფრთხოებას, მთელ ევროპულ უსაფრთხოების არქიტექტურას“.
„ჩვენ ვაფიქსირებთ დაძაბულობის ესკალაციის სახიფათო ტენდენციას ოფიციალურ განცხადებაში, რაც იწვევს ჩვენს შეშფოთებას“, - აღნიშნა პესკოვმა.