ცოტა ხნის წინ, გმირთა მოედანზე შეკრებილ ახალგაზრდებს თავს დაესხნენ უცნობი პირები და სცემეს.
ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, დაშავებულია 5 -მდე ადამიანი.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პროვოკაციის მოწყობის მიზნით მათ რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს, რომლებიც ტერიტორიაზე მანქანებით მივიდნენ
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ თავდამსხმელები დაეჯახნენ კაცს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
ბავშვებთან ვმღეროდით. ვცეკვავდით ამ დროს მოვიდნენ გვირტყეს, დაახლოებთ 20 -25", - ამბობს ის.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ პირები, რომლებიც თავს დაესხნენ სავარაუდოდ, ძიუდოისტები იყვნენ.
"ველოსიპედიან კაცს მანქანა განგებ დააჯახეს, სავარაუდოდ ძიოიდოისტები იყვნან. ძირს დაგდებული კაცის დასახმარებლად მივედი, როცა მეც შემდგნენ" - ამბობს ერთ-ერთი დაშავებული.