პარლამენტის სასახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თვალი დაუზიანდა, სავარაუდოდ, მას რეზინის ტყვია მოხვდა.
ახალგაზდა კაცს ამ წუთებში სამედიცინო დახმარებას უწევენ. მისი მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც იუწყებიან, ახალგაზდა კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში გადაჰყავთ.
ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეთა დარბევა დაიწყო წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით.