ევროპული დელეგაციის პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, სერიოზული ინციდენტი მოხდა. ბირზეიტის უნივერსიტეტის პალესტინელმა სტუდენტებმა, მუზეუმში, სადაც ღონისძიება უნდა გამართულიყო, გააძევა რამალაში გერმანიის მისიის ხელმძღვანელი, ოლივერ ოვჩა, რადგან მათი თქმით, ის წარმოადგენს ისრაელის მხარდამჭერ ქვეყანა“.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გამოცემა Spiegel -ს დაუდასტურა, რომ საპროტესტო აქციები გაიმართა მუზეუმთან, თუმცე დეტალებზე არაფერი უთქვამს. აღნიშნულია, რომ ოვჩა იძულებული გახდა შეხვედრის ადგილი უსაფრთხოების მიზნით დაეტოვებინა. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დიპლომატები ნაჩქარევად ტოვებენ მუზეუმის შენობას, ხოლო გაბრაზებული ხალხი მისდევს. ვიდეოში ასევე დაფიქსირდა მანქანაზე თავდასხმის მომენტი: დეიპლომატების მანქანას ქვებს ესროდნენ, ჩაიმტვრა უკანა ხედვის სარკე. გამოცემა Welt-ის ცნობით, გავრცელებულ ვიდეოში გერმანიის წარმომადგენელი არ ყოფილა და გერმანული ჯგუფის მანქანაც არ დაზიანებულა.
თავის მხრივ, ოვჩამ სოციალურ ქსელ X-ში გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ ბირზეიტის ეროვნულ მუზეუმში ევროკავშირის დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრა "უმიზეზოდ შეწყდა მომიტინგეების მიერ". „მშვიდობიან პროტესტსა და დიალოგს ყოველთვის აქვს თავისი ადგილი“, - ხაზგასმით აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა და დასძინა, რომ ინციდენტის მიუხედავად, ის მზადაა გააგრძელოს „კონსტრუქციული მუშაობა პალესტინელ პარტნიორებთან“.