გასულ ღამეს ოდესაში, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ოლეჰ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიპერის თქმით, მტერმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია.
ასევე ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. ჩამტვრეულია ფანჯრები.
ტრუხანოვმა საჰაერო განგაშის შემთხვევაში მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.