დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
როგორც მან აღნიშნა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისულმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ 27 აპრილს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას არ ეთანხმება.
"ის განცხადება, რაც საპატრიარქომ გააკეთა, ჩემთვის ეს ის განცხადება არ არის, რაც უნდა გაეკეთებინათ. მიუღებელია, როცა ამბობ, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება. რას ნიშნავს ეს? მე ვფიქრობ, რომ ჯობდა არ გაკეთებინათ განცხადება”, - განაცხადა მეუფე ზენონმა.
საქართველოს საპატრიარქომ 27 აპრილს განცხადებაა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას.