რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით ზაზა სარალიძე გამოვიდა და შეკრებილებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
მისი თქმით, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მთელი საქართველო უნდა დადგეს.
"მე მინდა გამარჯვება გისურვოთ. მე მინდა თითოეული ახალგაზრდა ვინც აქ დგას, ყველას მშობელი ვიხილო იმიტომ, რომ დღეს კლავენ ჩვენი შვილების მომავალს, ევროპულ მომავალს, ჩვენ შვილებს უწოდებენ უბინძურეს სიტყვებს. არ შეიძლება ეს. დავდგეთ მთელი საქართველო ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. არ შეიძლება ქართველი რუსული რეჟიმის ქვეშ. წინ მარად საქართველო. ძირს რუსული კანონი, ძირს რუსული რეჟიმი, ძირს თუნდაც თითოეული ადამიანის ბატონობა საქართველოში. გაუმარჯოს ახალგაზრდების და ჩვენი მომავლის ევროპულ მომავალს", - მიმართა სარალიძემ აქციის მონაწილეებს.