პარლამენტთან სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.
მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
მოქალაქეების თქმით, ადგილზე საკმარისი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები არ არის. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს განცახდებით, პარლამენტთან საკმარისი რაოდენობითაა მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები.
დაშავებულთა შორის არიან აქტივისტები, პოლიტიკოსები, ლექტორები და ჟურნალისტები.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების მიმართულებით ე.წ წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენეს.
ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას.
მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიციამ მათზე ფიზიკურად იძალადა.
ფოტო: პუბლიკა