საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს გააღრმავოს თავისი პირადი კავშირები ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან საფრანგეთში ვიზიტის დროს, რათა სიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლა გააძლიეროს. იუწყება Bloomberg.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პირველად მიემგზავრება ევროკავშირში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იმ გზავნილით, რომ პეკინი ბევრად მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს სთავაზობს ევროკავშირს, ვიდრე აშშ შესთავაზებს.
ჩინეთის ლიდერი ხუთდღიან მოგზაურობას საფრანგეთში, სერბეთსა და უნგრეთში 5 მაისს დაიწყებს. ეს ქვეყნები ეძებენ ინვესტიციებს ჩინეთიდან, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს მთელი რიგი გამოძიებები აქვს დაწყებული პეკინის ინდუსტრიული პოლიტიკის მიმართ. ამასთან, ისმის ვაშინგტონის ოფიციალური პირების გაფრთხილებებიც რისკებთან დაკავშირებით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს გააღრმაოვს თავისი პირადი კავშირი სისთან საფრანგეთში ორდღიანი ვიზიტის დროს, რადგან ჩინეთის ლიდერმა მოუწოდოს ვლადიმირ პუტინს, დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინაში.
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტებით საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს 5-დან 10 მაისამდე ეწვევა.
ჩინეთის ლიდერის მოგზაურობა ევროპაში მისი პირველი ვიზიტი იქნება კონტინენტზე კოვიდპანდემიის შემდეგ.