საქართველო შეძლებს, იყოს თავისუფალი ადამიანების სახელმწიფო, ამის უდიდეს იმედს ჩვენი ახალი და საოცარი თაობა მაძლევს, - ამის შესახებ 9 აპრილის მონაწილე ნანა მახარაძე წერს.
ნანა მახარაძე ეხმიანება 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებას.
„როგორც იქნა დამთავრდა დღევანდელი დღე...
მართლა მეგონა,რომ რეალობის აღქმის საკითხში ცოტა "უკეთ" ვიყავით...
ჯერ თურმე ძალიან შორს ვართ...
ჯერ კიდევ ბევრი ბ რ ძ ო ლ ა ა საჭირო...
არასოდეს იქნება ჩემი სამშობლო
ქვე-ყანა!
საქართველო შეძლებს, იყოს თავისუფალი ადამიანების სახელმწიფო, ამის უდიდეს იმედს ჩვენი ახალი და საოცარი თაობა მაძლევს“, - წერს ნანა მახარაძე.