2010 წელს ყველაზე გაყიდვადი ლედი გაგას ალბომი " The Fame Monster " გახდა. MთV -ის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში " The Fame Monster " -ის 5,8 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ალბომი გაყიდვაში 2009 წლის ბოლოს გამოვიდა და წლის ბესტსელერად იქცა.
"მღელვარებით ვფიქრობ იმაზე, თუ რა იქნება მომავალში. გჯეროდეთ და ბევრი იმუშავეთ და თქვენი ოცნებები ახდება", - ასეთი ტექსტი დაწერა ლედი გაგამ თავის ბლოგში თწიტერს-ზე ამ ალბომთან დაკავშირებით.
მეორე ადგილზეა ემინემის " Recovery ", რომელიც გაყიდვაში ივნისში ჩაეშვა და ნახევარი წლის განმავლობაში 5,7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მესამე ადგილი კი 16 წლის პოპმომღერალმა ჯასტინ ბიბერმა დაიკავა. არსებული ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში მან 5,6 "My World" და " My World 2.0"მილიონი ეგზემპლარი გაყიდა.