ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე პარიზში პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, სადაც სექსუალური ძალადობის საქმეზე დაკითხავენ. ამის შესახებ მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ფრანგი მსახიობის მიმართ გამოძიება გაუპატიურების საქმეზე 2020 წლიდან მიმდინარეობს.
მსახიობს დაკითხვას ორი ქალის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით მისი მხრიდან მუდმივი შევიწროების შესახებ.
როგორც ცნობილია, 76 წლის დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებაში 2 ქალი ადანაშაულებს. ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება 2014 წელს, ხოლო მეორე – 2021 წელს გადასაღებ მოედანზე მომხდარ შემთხვევას. თავად ჟერარ დეპარდიე ყველა ბრალდებას უარყოფს. დაზარალებულების თქმით, ორივე ინციდენტი გადასაღებ მოედანზე მოხდა.
თავად დეპარდიე ამ ორივე ბრალდებას უარყოფს.
მანამდე ფრანგი კინომსახიობი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა ესპანელმა ჟურნალისტმა, რუთ ბასამ. ის ამტკიცებს, რომ ეს შემთხვევა 1995 წელს პარიზში მოხდა, როდესაც ის დეპარდიესგან ინტერვიუს იღებდა.
2020 წელს დეპარდიეს ბრალი წაუყენეს მსახიობ შარლოტ არნოს გაუპატიურებაში. საქმე ამ დრომდე არ დაუხურავთ.