შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერის განცხადებით, საუბრისას სახელმწიფო მდივანი მიესალმა ქვეყნების 1991 წლის ალმათის დეკლარაციის საფუძველზე საზღვრის დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებას.
მან კიდევ ერთხელ დაუდასტურა ფაშინიანს აშშ-ის მხარდაჭერა სომხეთისა და აზერბაიჯანის პროგრესში გრძელვადიანი და „ღირსეული“ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთაბ დაკავშირებით.
„ბლინკენმა აღნიშნა აშშ-ის ძალისხმევა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ხედვა სომხეთის აყვავებული, დემოკრატიული და დამოუკიდებელი მომავლის შესახებ“, - ნათქვამია პრესრელიზში.
ამავე დროს, ბლინკენმა მოუწოდა ალიევს არ დაკარგოს მოლაპარაკების ტემპი თავის სომეხ კოლეგასთან და დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას.