თელ ავივსა და იერუსალიმში ათასობით ადამიანი შეიკრიბა აქციაზე „ჰამასის“ მძევლების გასათავისუფლებლად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნით.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, დემონსტრაცია ერთობლივად მოეწყო ანტისამთავრობო საპროტესტო ჯგუფებისა და მძევლებისა და დაკარგული ოჯახების ფორუმის იერუსალიმის ფილიალის მიერ.
თელ ავივში საპროტესტო მსვლელობის დაწყებამდე დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს მძევლების ოჯახების წევრებმა.
„მათი დრო იწურება, გააფორმეთ შეთანხმება“, – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.
საპროტესტო აქციის დაწყებამდე მოძრაობა „ჰამასმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ორი მძევალი, მათ შორის ერთ-ერთი აშშ-ის მოქალაქე. ვიდეო, სავარაუდოდ, ახალი გადაღებულია.