მადრიდში სოციალისტური პარტიის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა აქციაზე დაპრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს თანამდებობაზე დარჩენისკენ მოუწოდა. იუწყება Reuters.
სოციალისტური პარტიის შტაბ-ბინასთან მიტინგი მას შემდეგ გაიმართა, რაც სანჩესმა განაცხადა, რომ შესაძლოა გადადგეს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მეუღლის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებების გამო.
ესპანეთის მთავრობის ცნობით, აქციას პრემიერ-მინისტრის დაახლოებით 12 500 მხარდამჭერი შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა მიიღო ფინანსთა მინისტრმა მარია ხესუს მონტერომაც.
ოთხშაბათს, სანჩესმა თქვა, რომ საქმიანობას რამდენიმე დღით ჩამოშორდება , რათა გადაწყვიტოს, სურს თუ არა განაგრძოს მთავრობის ხელმძღვანელობა მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაიწყო მისი მეუღლის საქმეში შესაძლო კორუფციის გამოძიება.
სანჩესი უარყოფს ბრალდებებს მისი მეუღლის ბეგონია გომესის წინააღმდეგ. ის ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური ოპონენტების მიერ მისი და მისი ოჯახის შეურაცხყოფის ხანგრძლივი კამპანიის ნაწილი.
გადაწყვეტილებას ის ორშაბათს, 29 ნოემბერს გამოაცხადებს.
გაურკვეველია გამოცხადდება თუ არა გომესი ოფიციალურად ეჭვმიტანილად დახურულ გამოძიებაში, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა.