ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმმა(100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალი მოქმედ ჩემპიონთან, ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ინალ ტასოევთან დათმო.
მანამდე ილია სულამანიძე (100 კგ) ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მატვეიკანიკოვსკისთან შეხვდა ვერცხლის მედალი დაეუფლა.
ტურნირის ფინალურ ბლოკში ცოტა ხნით ადრე ლაშა ბექაური (90 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა – მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელი ფატიევი იპონით დაამაცხა.
ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.