უკრაინა უარყოფს Associated Press-ის ინფორმაციას, რომ თავდაცვის ძალებმა ამერიკული Abrams-ის ტანკები ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს რუსული დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო.
შესაბამის განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა ავრცელებს.
”ტანკები კარგად მუშაობენ ბრძოლის ველზე და ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ მტრისგან დავმალოთ ის, რაც მათვე აიძულებს დამალვას, უფრო მეტიც, არ ვაპირებთ დავტოვოთ ჩვენი ქვეითი ჯარი ასეთი მძლავრი საცეცხლე მხარდაჭერის გარეშე.
მაგრამ რა მიზნით, სად და რა გადაჰყავს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ამაზე საჯარო კომენტარს არ გავაკეთებთ.
გთხოვთ, ენდოთ მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას და მასალების გამოქვეყნებამდე დაუკავშირდეთ პრესსამსახურს ოფიციალური კომენტარებისთვის“, - ნათქვმია გავრცელებულ განცხადებაში.
26 აპრილს, Associated Press-მა აშშ-ის სამხედრო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ თავდაცვის ძალებმა უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული Abrams-ის ტანკები გაიყვანეს ფრონტის ხაზიდან რუსული დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო.
მანამდე The New York Times წერდა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსებმა ნწყობრიდან გამოიყვანეს ამერიკული M1 Abrams ტიპის 5 ტანკი 31-დან, რომლებიც გასულ შემოდგომაზე უკრაინას გადაეცა. გამოცემა აღნიშნავდა, რომ ტანკების დაზიანება შესაძლებელია დრონების გამოყენებით.