2023 წლის დეკემბერში აშშ-ის პალატის სპიკერთან მაიკ ჯონსონთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნათლად მიანიშნა, რომ უკრაინა რაკეტებითა და დრონებით ახალ შეტევას მარტამდე ან აპრილამდე გაუძლებდა. წერს Politico
გამოცემის წყაროების ცნობით, ზელენსკიმ უთხრა ჯონსონს, რომ უკრაინას შეეძლო შეერთებული შტატების დამატებითი სამხედრო დახმარების გარეშე მარტამდე ან აპრილამდე გაძლება, რის შემდეგაც იარაღი აღარ ექნებოდა.
წარმომადგენელთა პალატის წევრმა გამოცემას განუცხადა, რომ ამ საუბრის შემდეგ ჯონსონი სწორედ ამ თარიღს დაელოდა და შემდეგ შესაბამისი კანონპროექტის მომზადება დაავალა.
მომზადების პროცესს ჯონსონის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯოშ ჰოჯესი უძღვებოდა, რომელიც უკრაინის მხარდამჭერია .
შეგახსენებთ, 20 აპრილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.