მედიის ცნობით, სლოვაკეთის მოქალაქეებმა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმით, რომ რობერტ ფიცოს მთავრობა უკრაინას არ ეხმარება, თითქმის 4 მილიონი ევრო შეაგროვეს უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად.
12 დღეში მოქალაქეებმა 3 873 032 ევროს შეგროვება შეძლეს, რომელიც 60 ათასზე მეტმა დონორმა გამოყო.
„ჩეხეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინ წამოიწყო გლობალური ინიციატივა უკრაინისთვის საჭირო საბრძოლო მასალის შესაძენად. მას უკვე შეუერთდა ოცზე მეტი ქვეყანა. სამწუხაროდ, სლოვაკეთი მათ შორის ჯერ კიდევ არ არის. სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ და პრემიერ -მინისტრმა ფიცომ უარი თქვეს ინიციატივას შეერთებოდნენ...
ჩვენ უარს არ ვიტყვით, თქმაზე ომით განადგურებული მეზობლის დახმარებაზე“, - ნათქვამია ორაგანიზატორთა განცხადებაში.
ორგანიზატორების თქმით, მიღებული თანხები გადაეცემა ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში თანხა საბრძოლო მასალის შესაძენას მოხმარდება, რომლის პირველი მიწოდება უკრაინისთვის ივნისშია მოსალოდნელი.