აბა თქვენ იცით 29-ში რუსთაველზე მიმავალო მორწმუნე მისიონერებო, ნუ იკადრებთ ფარისევლობას, ნუ დაემორჩილებით კაგებეს ბრძანებას ურწმუნოებად და გასაწყვეტებად გამოაცხადოთ ქართველი ახალგაზრდები. არა ცილი სწამოთ მათ, ასობით ათას ადამიანს. დაიცავით მამული, ენა, სარწმუნოება რუსეთისაგან, - ამის შესახებ ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ენას გვართმევდა რუსეთი - ბრძოლით შევინარჩუნეთ.
მამულის მესამედი წართმეული აქვს ფიზიკურად, დანარჩენის ნახევარი მორალურად გადაჯიშებული და მიმხრობილი.
სარწმუნოებას 200 წელია გვირბევს - ხან ტაძრებში უნიკალური ფრესკები გვიღება, ხან სნაიპერების სავარჯიშო სამიზნეებად აქცია ჩვენი ხატები, ხან საჩუქრად გადასცა თურქეთს უმნიშვნელოვანესი ძეგლები მოსახლეობიანად, სადაო დაგვიტოვა დავით-გარეჯი აზერბაიჯანთან, რომელსაც ასევე საჩუქრად მიართვა 30 000 ყველაზე გულმხურვალე პატრიოტი ხალხი, წაგვართვა აფხაზეთში და სამაჩაბლოში ტაძრები და მღვდლები დაგვიხვრიტა, სსრკ-ში ღმერთის ხსენება აკრძალა და უმაღლესი სასულიერო პირები დაგვიხვრიტა, ახლახანს კაცი ეკლესიის ჩარაზული კარის გახნისას ზედ ეკლესიის კარზე მოგვიკლა.
აბა თქვენ იცით 29-ში რუსთაველზე მიმავალო მორწმუნე მისიონერებო, ნუ იკადრებთ ფარისევლობას, ნუ დაემორჩილებით კაგებეს ბრძანებას ურწმუნოებად და გასაწყვეტებად გამოაცხადოთ ქართველი ახალგაზრდები. არა ცილი სწამოთ მათ, ასობით ათას ადამიანს. დაიცავით მამული, ენა, სარწმუნოება რუსეთისაგან“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.