ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.51 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.48 თეთრით გაუფასურდა. 25 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6869 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8804 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი - 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.88 ლარად.