წისქვილი “მულენ რუჟი”, რომელიც პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, გასულ ღამეს ხანძრის შედეგად დაზიანდა. როგორც AFP იუწყება, მისი ფრთები ჩამოინგრა.
მეხანძრეების თქმით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. კონკრეტულად რა გახდა ხანძრის გამომწვევი ინფორმაცია, ჯერჯერობით არ ვრცელდება. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს წისქვილის ფრთები, რომლებიც ტროტუარზე თეატრის წინ აწყვია. ზოგიერთი მათგანი მოხრილია.
თეატრი, რომელიც მდებარეობს წისქვილ „მულენ რუჟის“ კედლებში, 1889 წელს გაიხსნა, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქში დასრულდა ეიფელის კოშკის მშენებლობა. მთელი პარიზული ბოჰემა „მულენ რუჟში“ შეიკრიბა. წლების განმავლობაში იქ გამოდიოდნენ ისეთი არტისტები, მოცეკვავეები და მომღერლები, როგორებიც იყვნენ ივეტა გილბერტი, ჟანა ავრილი და ლუიზ ვებერი. მიიჩნევა, რომ „მულენ რუჟში“ არტისტების სპექტაკლების წყალობით გახდა კანკანის ცეკვა მსოფლიოში ცნობილი.