პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი მზადაა დაეხმაროს უკრაინას საზღვარგარეთ მყოფი სამხედრო ასაკის კაცების „იდენტიფიცირებაში“.
მინისტრმა პოლონურ მედიასრან ინტერვიუში თქვა, რომ ვარშავა დიდი ხანია სთავაზობს კიევს დახმარებას უკრაინელ ლტოლვილებსა და ემიგრანტებს შორის, იმ პირების მოძიებაში, რომლებიც მობილიზაციას ექვემდებარებიან. მინისტრის თქმით, ამ დახმარების კონკრეტული ფორმები, უკრაინული მხარის სურვილზეა დამოკიდებული.
”ვფიქრობ, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე აღშფოთებულია, როდესაც ხედავენ ახალგაზრდა უკრაინელ მამაკაცებს კაფეებში და ისმენენ ცნობებს იმის შესახებ, თუ რა ძალისხმევა გვიჯდება იმისათვის, რომ უკრაინას დავეხმაროთ. ასევე გასაკვირი არ არის, რომ იმ უკრაინელებმა, რომლებიც ფრონტზე არიან, ჰქონდეთ პრეტენზიები თავიანთი თანატოლების მიმართ, რომლებიც მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტული,” – - თქვა კოსინიაკ-კამიშმა.
მედიის შეკითხვა ეხებოდა იმას, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კვირაში გამოაცხადა, რომ წყვეტსიცხოეთში მყოფი 18-დან 60 წლამდე უკრაინის მოქალაქეებისთვის დოკუმენტების მომზადებას. ეს ნაბიჯი უკრაინაში ახლახან მიღებულ მობილიზაციის შესახებ ახალ კანონს უკავშირდება.
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ევროკავშირის ქვეყნებში დაახლოებით 4,3 მილიონი უკრაინის მოქალაქე იყო, მათ შორის დაახლოებით 860 ათასი კაცი. პოლონეთმა 950 ათას უკრაინელს ოფიციალურად დროებითი თავშესაფარი მისცა და ამ მაჩვენებლით გერმანიის შემდეგ მეორე ადგილზეა.