სამხედრო დახმარების ახალ პაკეტის ფარგლებში, რომლის ღირებულებაც თითქმის 1 მილიარდი დოლარია, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, უკრაინას პირველად შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ისრაკეტები გადასცეს. ამის შესახებ იუწყება CNN.
დახმარების პაკეტს ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მას შემდეგ, რაც სენატი დაამტკიცებს საგარეო დახმარების ახალ კანონპროექტს.
გამოცემის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ ბოლო კვირებში ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კონგრესს განუცხადეს, რომ ახალი პაკეტის ფარგლებში, შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, უკრაინაში პირველად გაუგზავნის შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებს.
აღნიშნულია, რომ გასულ შემოდგომაზე შეერთებულმა შტატებმა უკრაინას პირველად გადასცა ATACMS-ისტიპის საშუალო დისტანციის რაკეტები. ამ რაკეტებს შეუძლიათ მიაღწიონ სამიზნეებს დაახლოებით 160 კმ მანძილზე. ამავდროულად, უფრო დიდი მანძილზე მოქმედ ვერსიას შეუძლია 300 კმ-ზე დარტყმოს განხორციელება.