3-5 იანვარს, ლაგოდეხში, კულტურის ცენტრის დარბაზში საბავშვო თეატრი და თოჯინების სახალხო თეატრი ბავშვებისათვის საშობაო ღონისძიებებს გამართავენ.
13 იანვარს 18.00 საათზე კი ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლის დარბაზში საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირები და კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები, შობის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავენ.
როგორც რადიო "ჰერეთს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, მასში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები.