მალაიზიის საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტი საზღვაო ძალების 90 წლის საიუბილეო აღლუმის რეპეტიციის დროს მოხდა. შედეგად ორივე ვერტმფრენის ეკიპაჟის 10-ვე წევრი დაიღუპა.
მედიის ცნობით, შემთხვევა ლუმუტის სამხედრო-საზღვაო ბაზის მახლობლად მოხდა.
როგორც იუწყებიან, ერთი ვერტმფრენი სამხედრო ბაზის სტადიონზე ჩავარდა, მეორე კი სპორტული კომპლექსის აუზში.