უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროკავშირი "ეზადება მსოფლიო ომისთვის" უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო.
სიიარტო მიიჩნევს, რომ ევროკავშირის „სტრატეგია“ ჩავარდა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ „არ დაგვაახლოვა მშვიდობასთან და არ გააუმჯობესა უკრაინის პოზიცია ბრძოლის ველზე“.
”იარაღის მიწოდებას შეუძლია მხოლოდ ომის გახანგრძლივება ან მსოფლიო ომამდე ესკალაციის რისკის გაზრდა”, - თქვა მან.
სიიარტოს თქმით, უნგრეთის მთავრობას მიაჩნია, რომ „მშვიდობიანმა ძალისხმევამ და დიპლომატიამ უნდა შეცვალოს იარაღის მიწოდება, როგორც ერთადერთი გზა შემდგომი მსხვერპლისა და ნგრევის თავიდან ასაცილებლად“.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ, უნგრელები, მზად ვართ განვიხილოთ ყველა სამშვიდობო გეგმა, მაგრამ ასევე აუცილებელია ნათლად გვესმოდეს, რომ სამშვიდობო კონფერენციები შეიძლება იყოს წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ომის ყველა მონაწილე იქნება“, - თქვა მან და ამით, სავარაუდოდ, იგულისხმაშვეიცარიაში სამშვიდობო სამიტზე რუსეთის მიწვევა.
ასევე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა ევროკავშირის განზრახვა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღების შესახებ, რადგან, მისი აზრით, წინა 13 პაკეტი წარუმატებელი იყო.
”რაც არ მესმის, არის ის, რომ თუ რაღაც ცამეტჯერ ვერ მოხერხდა, რატომ უნდა სცადოთ იგივეს გაკეთება მეთოთხმეტედ?” - თქვა სიიარტომ.
სიიარტომ აღნიშნა, რომ ევროპის მიერ მიღებულმა ზომებმა უფრო მეტი ზიანი მიაყენა ევროპას, ვიდრე რუსეთს და რომ კონტინენტის ხალხებმა, მათ შორის უნგრელებმა, უნდა გადაიხადონ ამისთვის, მაშინ, როცა ომის დაწყებაზე მათ არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.