ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის, ყვარლის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მუნიციპალიტეტების ათამდე სოფელში, დასეტყვილია ერთწლოვანი კულტურები და ხეხილის ბაღები.
მოსახლეობას სეტყვისგან მიყენებულ ზიანის შესახებ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია.
“თხუთმეტი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სეტყვა, თითქოს ყველაფერი ინგრეოდა. ხეხილი სულ განადგურებული იქნება, ახლა ღამეა და არ ჩანს. ხვალ ვნახავთ შედეგს”,-ამბობენ მედიასთან ადგილობრივები.
სოფლებში მუნიციპალიტეტების მერების წარმომადგენლები სტიქიით მიყენებული ზიანის დადგენას, მოსახლეობასთან ერთად, დილიდან დაიწყებენ.