აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან მსვლელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს.
პროტესტის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: „არა რუსულ კანონს“, „არა რუსულ ოცნებას“.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ოფისთან მიახლოება სურთ, რათა უკეთ გააგონონ პროტესტის ხმა „ქართულ ოცნებას“. თუმცა მათ „ქართული ოცნების“ ოფისთან ახლოს მისვლის უფლებას ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ.