ერაყის ქალაქ ზუმარიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზის მიმართულებით სულ მცირე ხუთი რაკეტა გაუშვეს. იუწყება Reuters
თავდასხმა მოხდა მას შემდეგ, რაც ერაყის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ შია ალ-სუდანი შეერთებულ შტატებს ეწვია და თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა.
შეგახსენებთ, ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალებმა განაცხადეს, რომ 19 აპრილს დიდი აფეთქება მოხდა მის სამეთაურო პუნქტში კალსოს სამხედრო ბაზაზე, ბაღდადიდან სამხრეთით დაახლოებით 50 კილომეტრში. ორმა წყარომ განაცხადა, რომ ეს იყო საჰაერო თავდასხმის შედეგი.