აქციის მონაწილეებს უცნობი მოქალაქე დაუპირისპირდა.
აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოდან მსვლელობით სხვა ლოკაციისკენ მიემართებოდნენ. მათ უცნობმა მოქალაქემ მოღალატეები და პროვოკატორები უწოდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
აქციის ორგანიზატორებმა მსვლელობის მონაწილეებს მიმართეს, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციას.
მოქალაქემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქციის მონაწილე ახალგაზრდები შეცდომაში არიან შეყვანილები.
„აუტანელია ეს სიტუაცია. ჩვენი ახალგაზრდები, რომელთა გულისთვისაც თავი შევწირეთ, სისხლი ვღვარეთ, ათასი გაჭირვება გამოვიარეთ, დღეს ვხედავთ დეგრადირებულ ადამიანებს, რომლებიც არიან ჭკუიდან გადაყვანილი. მე მწამს, რომ ძალიან ბევრი არის გულწრფელი ადამიანი, რომელსაც ქვეყანა უყვარს, მაგრამ არიან ჭკუაარეულები. არანაირი რუსული კანონი არ არსებობს, ეს არის ზღაპარი“, – განაცხადა მოქალაქემ.
ვინ იყო ეს მოქალქე უცნობია. ახალგაზრდება მსვლელობა განაგრძეს.