უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა დმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ იერიში მიიტანა სამაშველო გემ „კომუნაზე“, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნაწილია.
„დღეს ყირიმში უკრაინის საზღვაო ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კიდევ ერთი გემს „კომუნას“ დაარტყეს. ზიანის ხარისხი ვერიფიცირებულია. ახლა გემს ერთმნიშვნელოვნად ნამდვილად არ შეუძლია თავისი ამოცანების შესრულება“, - წერს პლეტენჩუკი Facebook-ზე.
ამასთან ერთ-ერთმა ტელეგრამ-არხმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს ცეცხლმოკიდებული ხომალდი.
თავის მხრივ, ანექსირებული სევასტოპოლის „ხელმძღვანელმა“ მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ რუსულმა ხომალდმა სარაკეტო შეტევა მოიგერია.
”დილით, ჩრდილოეთის მხარეს მდებარე ერთ-ერთ გემზე, სამხედროებმა მოიგერიეს თავდასხმა გემსაწინააღმდეგო რაკეტით. ჩამოვარდნილი ფრაგმენტებიდან მცირე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მყისიერად ჩააქრეს“, - წერს იგი ტელეგრამ-არხზე.
კომუნა“ რუსეთის ფლოტში და მსოფლიოში უძველესი გემია. იგი წყალში 1915 წელს პეტერბურგში გაუშვეს. გემი რამდენჯერმე იქნა მოდერნიზებული, ბოლოს 2016 წელს.
გემი წყალქვეშა მაშველია. 2022 წელს მან შეისწავლა კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის ადგილი.
მედიის ცნობით, საერთო ჯამში, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რუსეთმა დაკარგა 20-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი, მათ შორის დიდი სადესანტო ხომალდები, წყალქვეშა ნავები და ფლაგმანი კრეისერი მოსკვა“. უკრაინაში შეჭრამდე შავ ზღვაში რუსული ფლოტი 70-ზე მეტი გემისგან შედგებოდა.