ისრაელის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფს შესაძლოა პირველად დაემუქროს აშშ-ის სანქციები ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების მიმართ მოპყრობის გამო. იუწყება The Guardian.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ისინი ემზადებიან სანქციები დაუწესონ ისრაელის თავდაცვის ძალების ბატალიონს „ნეცახ იეჰუდას“, რომელსაც ბრალს სდებენ პალესტინელების მიმართ მოპყრობისას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში.
შესაძლო სანქციების დაწესებამ მაშინვე გამოიწვია ისრაელის პოლიტიკური ლიდერების აღშფოთება, რომლებმაც პირობა დადეს, რომ ამას მკაცრად შეეწინააღმდეგებოდნენ.
მედიის ცნობით, აშშ ასევე განიხილავს მსგავს ნაბიჯებს სხვა პოლიციისა და სამხედრო დანაყოფების წინააღმდეგ.
შესაძლო სანქციების გეგმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ღაზაში შაბათს ღამით ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი.