თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას განცხადებით, თურქეთმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავა. მისივე თქმით, კოორდინირებული სპეცოპერაცია ქვეყნის ოთხ პროვინციაში ერთდროულად ჩატარდა.
როგორც იერლიკაია სოციალურ ქსელში წერს, სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციამ ასევე ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, უცხოური და ეროვნული ვალუტა და წვდომა მოიპოვა ციფრულ მასალებზე.