აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მიესალმება წარმომადგენელთა პალატის მიერ კანონპროექტის პაკეტის დამტკიცებას, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებას და აღნიშნავს, რომ ეს ამერიკას უფრო უსაფრთხოს გახდის.
„მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების აქტის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღებას, რომელიც დაეხმარება თავდაცვის დეპარტამენტს მხარი დაუჭიროს უკრაინას და ისრაელს, გაზარდოს უსაფრთხოებისთვის სასისოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და დარჩეს მტკიცე ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში.
ეს კანონმდებლობა ამერიკას უფრო უსაფრთხოს გახდის და უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს“, - განაცხადა ოსტინმა.
ოსტინმა განაცხადა, რომ კანონმდებლობა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ამერიკის მომავლისთვის, რადგან აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში თითქმის 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მიმართავს და 30-ზე მეტ შტატში სამუშაო ადგილების შექმნის, ამავდროულად აძლიერებს აშშ-ის გრძელვადიან უსაფრთხოებას.
”ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენი დროის გამოწვევები მხოლოდ გაღრმავდება აშშ-ის ძლიერი, მდგრადი ლიდერობის გარეშე, ჩვენი ძირითადი უსაფრთხოების ინტერესების წინსვლაში.
მსოფლიო ჯერ კიდევ გვიყურებს.
ადამიანთა სიცოცხლე კვლავ საფრთხის წინაშეა. ამერიკის გრძელვადიანი უსაფრთხოება კვლავ საფრთხეშია.
ჩვენ არასდროს უნდა მივცეთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კონკურენტებს ან მტრებს რაიმე მიზეზი, რომ ეჭვი შეიტანონ ამერიკის გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა ოსტინმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება.