უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ უკრაინსკიზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
დონეცკის საოლქო პროკურატურის ცნობით, მტერმა ქალაქზე შეტევა 21 აპრილს გამთენიისას მიიტანა. დარტყმის შედეგად 82 წლის ქალი დაიღუპა. დაშავდა ოთხი ადამიანი, რომელთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 21 წლისაა, ყველაზე ასაკოვანი კი 53-ის. დაშავებულებს სამედიცინო დაეხმარება გაეწიათ.
დაზიანდა 6 საცხოვრებელი კორპუსი.