სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღინსა და „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს შეხვედრა გაიმართა. იუწყება Reuters
ერდოღანმა პალესტინელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად.
„სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რომ პალესტინელები ერთობლივად მოქმედებდნენ ამ პროცესში. ისრაელისთვის ყველაზე ძლიერი პასუხი და გამარჯვებისკენ გზა გადის ერთობასა და მთლიანობაზე,“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.