გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა, კიევში ვიზიტის შემდეგ, პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა უკრაინას მეტი იარაღი გაუგზავნონ.
მისი თქმით, უკრაინამ იცის, რომ ეს რთული ეტაპია.
ვიცე-კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის ადვილი არ არის მუდმივად ისაუბროს იარაღის სისტემებზე, სამხედრო აღჭურვილობაზე და იმაზე, თუ როგორი ვითარებაა ფრონტზე.
„თანამდებობაზე ყოფნის დასაწყისში ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვენ ინტერვიუს მოგცემდით, სადაც გამოვიდოდი მოწოდებით მეტი სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ, რატომ მიმდინარეობს ეს ომი. პუტინს არ სურს დაუშვას დემოკრატია უკრაინაში და სურს მისი დესტაბილიზაცია“, - აღნიშნა ჰაბეკმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, ომი გაგრძელდება და „ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც სურს დემოკრატიის დაცვა, მხარი დაუჭიროს უკრაინას“.
რობერტ ჰაბეკი უკრაინაში 13 აპრილს ჩავიდა. მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმებზე, ასევე თავდაცვითი მრეწველობის საკითხზე.
უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის თებერვლიდან გერმანიამ მხოლოდ უკრაინის ენერგეტიკის დასახმარებლად 420 მილიონი ევრო გამოყო. გერმანიის მთავრობა ამ სფეროსთვის კიდევ 25 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს მომდევნო ზამთრისთვის მოსამზადებლად.