20 მარტის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმა განახორციელეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება ეს იყო უკრაინის დაზვერვის სამმართველოს, უსაფრთხოების სამსხურისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაცია.
ათობით უკრაინულმა დრონმა იერიში განახორციელა ბელგოროდის, ბრაიანსკის, კურსკის, ტულას, სმოლენსკის, რიაზანს, კალუგისა და მოსკოვის რეგიონებზე.
სამიზნე იყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც განაგებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. თავდასხმების შემდეგ ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა შეექმნა.
უკრაინული მედიის ცნობით, დაზიანდა სულ მცირე სამი ელექტროქვესადგური და საწვავის სცავი, სადაც ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავის მხრივ აცხადებს, რომ 50-მდე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.