ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალებმა განაცხადეს, რომ დიდი აფეთქება მოხდა მის სამეთაურო პუნქტ კალსოს სამხედრო ბაზაზე, ბაღდადიდან სამხრეთით დაახლოებით 50 კილომეტრში. ორმა წყარომ განაცხადა, რომ ეს იყო საჰაერო თავდასხმის შედეგი, იუწყება Reuters
წყაროების ცნობით, ერთი მებრძოლი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.
უცნობია ვინ იყო პასუხისმგებელი საჰაერო თავდასხმაზე. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ერაყში აშშ-ის სამხედრო აქტივობა არ ყოფილა.
სახალხო მობილიზაციის ძალები თავდაპირველად მოქმედებდნენ როგორც შეიარაღებული ჯგუფები, რომელთაგან ბევრი ახლოს იყო ირანთან. მოგვიანებით ისინი ერაყის ხელისუფლებამ ოფიციალურად უსაფრთხოების ძალებად აღიარა.
სახალხო მობილიზაციის ძალების დანაყოფები მონაწილეობდნენ სარაკეტო და დროონებით თავდასხმებში ერაყში აშშ-ის ძალებზე ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ. თუმცა თავდასხმები თებერვლის დასაწყისიდან შეწყვიტეს.