ნიუ იორკში დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს შენობასთან ახალგაზრდა კაცმა თავის დაწვა სცადა. თვითმხილველების ცნობით, კაცმა თხევადი ნივთიერება გადაისხა.
თვითმხილველების თქმით, საწვავის გადასხმამდე მამაკაცმა ბროშურები გაფანტა.
უცხოური მედია წერს, რომ მამაკაცი მრავლობითი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, კაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ახალგაზრდა კაცის ქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.