საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედანზე მივიდნენ.
მანამდე გამჭვვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები საღამოს 7 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, მარშით გაიარეს თავისუფლების მოედანი იუსტიციის სახლამდე, იქიდან კი სანაპიროს გავლით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან მივიდნენ.
ახალგაზრდებმა გმირების მემორიალათან ფიცი დადეს, რომ არასდროს შეეგუებიან მტრულ ძალას, რუსულ პროპაგანდას, რუსულ კანონებს და დაიცავენ ქვეყნის ინტერესებს - "ვდებთ ფიცს, რომ ჩვენ საქართველოს დავიცავთ რუსული კანონისგან და რუსული ნარატივებისგან"
აქციის ორგანიზატორები სტუდენტური მოძრაობა დაფიონი და ჯიუტები არიან. აქციაზე სტუდენტების გარდა, სკოლის მოსწავლეები და აბიტურიენტები იმყოფებიან. ისინი ქართულ ოცნებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.