ირანში ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, განაცხადა, რომ ირანი არ გეგმავს დაუყოვნებლივ შურისძიებას ისრაელის წინააღმდეგ თეირანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ისპაჰანზე დრონებით თავდასხმის შემდეგ. იუწყება Times of Israel
ოფიციალურმა პირმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა ის, რომ ისპაჰანზე თავდასხმის უკან ისრაელი დგას, მიუხედავად ზოგიერთი ისრაელელი პოლიტიკოსის კომენტარებისა, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მაღალი თანამდებობის პირის კომენტარები ადასტურებს, რომ თეირანი შესაძლოა არ იყოს დაინტერესებული ისრაელზე თავდასხმის გაგრძელებით.
Washington Post-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირის მითითებით, დარტყმის მიზანი იყო იმის დემონსტრირება, რომ ისრაელის შეუძლია თავისი იარაღით მისწვდეს.
პარასკევს, 19 აპრილს, გამთენიისას ისრაელმა საპასუხო დარტყმა განახორციელა ირანის წინააღმდეგ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამი აფეთქება მოხდა ირანის ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ისპაჰანში სამხედრო ბაზასთან.
ისპაჰანის პროვინციაში ირანის რამდენიმე ბირთვული ობიექტი მდებარეობს.