სერგეი ლავროვს, ალბათ, მოეწონება რუსული კანონი, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში რა არის რუსული კანონი, არ ვიცი, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარენ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„სერგეი ლავროვს, ალბათ, მოეწონება რუსული კანონი, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში რა არის რუსული კანონი, არ ვიცი და არ არის საქართველოსთან რელევანტური სერგეი ლავროვის განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით. აბსოლუტურად უინტერესოა ლავროვის შეფასებები... საერთოდ არ არის ჩემთვის საინტერესო, რას ამბობს ლავროვი კანონპროექტთან დაკავშირებით თუ ის საქართველოს პარლამენტში განიხილება. ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს, რატომ გაინტერესებთ ასე ძალიან ან რატომ ემთხვევა თქვენს ინტერესებს ლავროვის განცხადებები,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: „საქართველოს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთსა და პოლონეთში“.